ჰუმანიტარული საქმიანობა
ოფიციალური მონაცემების თანახმად 2022 წლის მდგომარეობით, საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შედგენს 15.6%. ეს მაჩვენებელი მეტია სქესის და საცხოვრებელი ადგილის მიხედევით. ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ სოფლად მცხოვრები 0-დან 17- წლამდე გოგონებში 10- დან 2 ცხოვრობს აბსოლუტურ სიღარიბეში.
ასოციაცია „მერკურს“ აქვს ყოველდღიური შეხება რეგიონში მცხოვრებ მოწყვლადი ჯგუფის ქალებთან და ბავშვებთან. შესაბამისად ვიცით, რომ ყოველი მათთვის შემოწირული ნივთი ხშირად არის გადარჩენის ან მათი მდგომარეობის შემსუბუქების საშუალება.
ასოციაცია „მერკურის“ ჰუმანიტარული საქმიანობა შეიძლება იყოს დაყოფილი რამდენიმე მიმართულებით:
– რეაგირება მწვავე ჰუმანიტარულ კრიზისებზე;
– ჰუმანიტარული დახმარება სამიზნე ჯგუფებისთვის;
– ჰუმანიტარული მოხალისეობა;
– შემოწირულობის შეგროვება.
მწვავე ჰუმანიტარული კრიზისები
ასოციაცია „მერკურმა“ დაფუძნების დღიდან დიდი წვლილი შეიტანა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში ყველა მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებაში: ეს იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი და დევნილები კოდორის ხეობიდან, წყალდიდობა ჭუბერში, COVID-19-თან დაკავშირებული ლოქდაუნების შედეგად შექმნილი სიტუაცია – ყველა ამ მოვლენის დროს ორგანიზაციის წევრები და მოხალისეები მოსახლეობას ჰუმანიტარული ტვირთით ეხმარებოდნენ.
ჰუმანიტარული დახმარება სამიზნე ჯგუფებისთვის
ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები, მარტოხელა მშობლები, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები – ეს ის მოწყვლადი ჯგუფებია, რომელთა სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ხშირად არის ურთულესი და გრძელვადიან მხარდაჭერას ითხოვს.
იმისათვის, რომ ამ ჯგუფების მდგომარეობა მცირედით მაინც გაუმჯობესდეს, ასოციაცია „მერკური“ ძირითადად იყენებს საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. სწორედ მათგან და სხვა შემომწირველებისგან მიღებული ტანსაცმელი, ფესხსაცმელი, საყოფაცხოვრებო თუ სასკოლო ნივთები, პირველადი სააჭიროების საგნები ნაწილდება ორგანიზაციის ბენეფიციარებზე. ასევე ტრადიციად იქცა ასოციაცია „მერკურის“ საახალწლო საჩუქრები და სასკოლო ნაკრებები პატარა ბენეფიციარებისთვის.
ასოციაცია „მერკური“ მხარს უჭერს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ადგილობრივ დონეზე, ამ მიზნით 2022-23 წლებში სპორტული
ტანსაცმელი 15-ზე მეტ გოგონათა გუნდს და 20-ზე მეტ დაწესებულებას (სკოლა, საბავშვო ბაღი) გადაეცა.
ჰუმანიტარული მოხალისეები
2019 წლიდან ასოციაცია „მერკური“ არის აკრედიტირებული როგორც მიმღები ორგანიზაცია EU Aid Volunteers პროგრამის (2014-2020) ფარგლებში. ეს პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების პრინციპების გავრცელებასა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის პოტენციალის გაძლიერებას. პროგრამის ფარგლებში ასოციაცია „მერკურმა“ მიიღო 10-მდე სხვადასხვა პროფილის მოხალისე.
მოხალისეობის მიმდინარე შესაძლებლობებზე შეგიძლიათ გაიგოთ ამ გვერდზე
შემოწირულობების შეგროვება
იმისათვის, რომ ასოციაცია „მერკურს“ ჰქონდეს შესაძლებლობა მოახდინოს რეაგირება თემის თუ ინდივიდუალურ ჰუმანიტარულ საჭიროებებზე, სჭირდება სხვადასხვა რესურსი. ორგანიზაციას ჰყავს პარტნიორები, ვინც ცდილობენ მხარი დაუჭირონ ჰუმანიტარულ საქმიანობაში თავიანთი შემოწირულობებით. მათ შორის, უკვე 5 წელია არის პოლონურ-ქართული ტურისტული კომპანია Tamada Tour, HumanDoc Foundation, ესტონური ორგანიზაცია MTU Mondo.
თუ გსურთ ასოციაცია „მერკურის“ საქმიანობის მხარდაჭერა, გადადით ამ გვერდზე









