ასოციაცია „მერკურის“ თანამშრომლებს ხშირად უწევს მოხალისეობრივი მუშაობა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის საქმეები არ შეიძლება იყოს შეზღუდული სამუშაო აღწერილობით, დაფინანსებული პროექტით ან სამსახურეობრივი მოვალეობით. ჩვენ ვართ იქ, სადაც საჭიროა ჩვენი ცოდნა, უნარები, ფიზიკური ენერგია და დრო. სხვა ადამიანებშიც ვაფასებთ სურვილს დახარჯოს დრო და ენერგია იმისათვის, რომ ვიღაცის თუნდაც ერთი დღე უკეთესი გახდეს.
ჩვენს გუნდს სურს ხელი შეუწყოს მოხალისეობრივი სფეროს განვითარებას საქართველოში. ორგანიზაციაში ხშირად მუშაობენ საერთაშორისო მოხალისეები და ცალკეული ინიციატივების განხორციელებისთვის ვიწვევთ ადგილობრივ მოხალისეებსაც.
იმისათვის რომ გავზარდოთ მოხალისეობრივი შრომის აღიარება ადგილობრივ დონეზე, ასოციაცია „მერკური“ გასცემს საერთაშორისოდ აღიარებულ სერთიფიკატს ადგილობრივ პროგრამებში ჩართული მოხალისეებისთვის, ჩვენ გავხდით GLORE ქსელის წევრი და ვნერგავთ მოხალისეებთან მუშაობის და მათი უნარების განვითარების შეფასების ყველაზე თანამედროვე ინსტრუმენტებს.
როგორ მივიღო GLORE-ს სერთიფიკატი?
თუ გინდათ, რომ თქვენი ადგილობრივი მოხალისეობრივი გამოცდილება იყოს დამტკიცებული საერთაშორისო სერტიფიკატით, უნდა:
1. შეუერთდედ ჩვენს გუნდს ნებისმიერ მოხალისეობრივ პოზიციაზე
2. იყოთ ჩართლი 3 თვის განმავლობაში
3. დააგროვოთ მუშაობის არანაკლებ 40 საათი
4. ამის შემდგომ ჩვენ დაგარეგისტრირებთ GLORE-პლატფორმაზე და დაგეხმარებით მიღებული გამოცდილების შეფასებაში
5. მიიღებთ სერთიფიკატს
თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი ადგილობრივი მოხალისე!
შესაძლებლობები ადგილბრივი მოხალისეეებისთვის:
ადევნეთ თვალყური ასოციაცია „მერკურის“ ფეისბუქ-გვერდს, რომ არ გამოგრჩეთ არსებული მოხალისეობრივი პოზიციები.
შესაძლებლობები საერთაშორისო მოხალისეებისთვის:
ასოციაცია „მერკური“ ჩართულია საერთაშორისო მოხალიეობრივ პროგრამებში 2014 წლიდან. ამჟამად, „მერკურს აქვს გავლილი ESC Humanitarian volunteering-ის სერტიფიცირება (Quality Lable) როგორც მიმღებ ორგანიზაციას.