მიგრაცია

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მიგრაცია გახდა ქართული საზოგადოების სერიოზული გამოწვევა. ამ მოვლენას აქვს როგორც დადებითი მხარეები, ასევე იწვევს უამრავ სოციალურ პრობლემას. ჩვენი დაკვირვებით, ქვეყნიდან სამუშაოდ გასული ადმიანების დიდი ნაწილი არიან ქალები. ხშირად ისინი ოჯახს და შვილებს ტოვენ კარგი შემოსავლის იმედით. თუმცა წლების განმავლობაში მატერილურ სიკეთეს მსხვერპლად ეწირება ადამიანური ურთიერთობები, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, სოციალური კავშრები.

ასოციაცია „მერკურის“ ამოცანები მიგრაციის სფეროში არის:

– ხელი შეუწყოს არალეგალური მიგრაციის პრევენციას;

– დახმარება გაუწიოს მიგრანტებს ოჯახში ძალადობის შემთხვევაში;

– ხელი შეუწყოს მიგრანტების რესოციალიზაციას;

– ხელი შეუწყოს მიგრაციით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას.

ასოციაცია „მერკური არის მიგრაციის თემაზე მომუშავე სხვადასხვა ქსელის წევრი: მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება-MIDE-ს თანადამფუძვნებელი (2015), მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი -ANMI (2021), სამოქალაქო საზოგადოება მიგრაციისათვის -Civil Society for Migration (2023)