„მერკურის“ ძალადობის მსხვერპლ ქალთა თავშესაფარი არის ადგილი, სადაც ძალადობაგამოვლილი ქალები (შვილებთან ერთად ან მათ გარეშე) ძლიერდებიან და პოულობენ ძალას ახალი, არაძალადობრივი, მშვიდი ცხოვრების დასაწყებად!

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

2016 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ქალთა მიმართ გენდერული ნიშნითა და ოჯახში ძალადობის მსხვერლი ქალების საჭიროებებისა და უკვე არსებული სერვისების გაანალიზების შემდეგ გამოიკვეთა აუცილებლობა რეგიონში ყოფილიყო უსაფრთხო სივრცე, თავშესაფარი, სადაც ძალადობას გამოქცეული ქალები და მათი შვილები რამდენიმე თვის მანძილზე იცხოვრებდნენ.

მალევე დავიწყეთ ფიქრი ამ მიმართულებით. დახმარებისთვის მივმართეთ ჩვენს პარტნიორ პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაციას HumanDoc Foundation-ი, რომელთან ერთადაც გავიარეთ თავშესაფრის გახნისთვის ყველა საჭირო ეტაპი - შევხვდით სამთავრობო თუ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პოლიციას, სახალხო დამცველის აპარატს, მოვიძიეთ შენობა, ადამიანური რესურსები.

HumanDoc Foundation-სა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების პროგრამის (Polish AID) დახმარებით მოხდა მოძიებული შენობის სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა და პროფესიონალთა გადამზადება პოლონეთსა და საქართველოში მომუშავე თავშესაფრებში.

როგორ ხდება ბენეფიციარის განთავსება თავშესაფარში?

„მერკურის“ თავშესაფარში ქალი შეიძლება განთავსდეს როგორც შემაკავებელი ორდერის, ასევე თვითმომართვის საფუძველზე. ქალის გადაყვანა ხორციელდება მისივე გაცხადებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის ბრძანების საფუძველზე, 72 საათის ვადით.

ამ დროის განმავლობაში „მერკურმა“ უნდა დაიწყოს განმცხადებლის პოტენციურ მსხვერპლად ცნობის შიდა პროცედურები. შიდა მულტიდისციპლინური ჯგუფი (იურისტი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და ორგანიზაციის ხელმძღვანელი) ატარებს ინტერვიუებს ბენეფიციართან, რათა შეაგროვოს ხელმისაწვდომი ფაქტები/დოკუმენტები და მიიღოს გადაწყვეტილება ქალისა და მისი შვილების სტატუსის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ქალი აღმოჩნდა ოჯახური ძალადობის პოტენციური მსხვერპლი, თავშესაფარში ყოფნის ვადა გაუგძელდება მაქსიმიმუმ 2 თვით.

ეს გარემოება იძლევა მუშაობის შესაძლებლობას იმ ქალებთან, რომლებიც რიგი მიზეზების გამო არ მიმართავენ პოლიციას, ან ცხოვრობენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი კანონმდებლობა არ მოქმედებს და დამნაშავის დაუსჯელობის რისკი მეტია.

იმ შემთხვევაში, თუ ქალი პოლიციას, პროკურატურას, სოციალური მომსახურების სააგენტოს ან მასთან დაკავშირებულ სხვა დაწესებულებას მიმართავს დახმარებისთვის, ქალი ავტომატურად იღებს „მერკურის“ თავშესაფარში დარჩენის უფლებას. თავშესაფარში დარჩენის ხანგრძლივობა განისაზღვრება შემაკავებელი ორდერის ან/და რისკების შეფასებით და სიტუაციის ანალიზით, მაგრამ არა უმეტეს ზოგადი პირობებისა.

რა მომსახურებას ახორციელებს „მერკურის“ თავშესაფარი ?

ვის ემსახურება თავშესაფარი?

„მერკურის“ თავშესაფრის ბენეფიციარები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ან აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები ქალები (18+), რომლებიც განიცდიან ოჯახში ძალადობას. არასრულწლოვანთა თავშესაფარში განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დედასთან ან სხვა სრულწოვან მდედრობითი სქესის პირთან ერთად.

სხვა რეგიონიდან ქალების მიღების შესახებ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად განიხილება.

რა ხდება თავშესაფრის დატოვების შემდეგ?

თავშესაფარში ყოფნის დროს მიღებული სერვისები ბენეფიციარს რეაბილიტაცია- რესოციალიზაციაში უწყობს ხელს, შესაბამისად, თავშესაფრიდან გასვლის დროისთვის მას მეტნაკლებად აქვს განვითარებული უნარები დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

თავშესაფრის დატოვება მათ „მერკურის“ ბენეფიციარის სტატუსს არ უჩერებს, ქალები ორგანიზაციისგან იღებენ გრძელვადიან მხარდაჭერას ამჯერად უკვე „ოჯახის მხარდაჭერის ცენტრში“, შეუძლიათ დაესწრონ თერაპიებს, სემინარებს, გააგრძელონ მუშაობა იურიდიულ საკითხებზე, გაიარონ პროფესიული ტრენინგები და ა.შ.

ასოციაცია „მერკური“ ახორციელებს მონიტორინგს და თვალყურს ადევნებს ბენეფიციარების ცხოვრებას გრძელვადიან პერსპექტივაში (1 წლიდან 3-5 წლამდე).

ჩვენ ვცვლით ცხოვრებას!