ასოციაცია „მერკური“ არის ქალთა, არამომგებიანი, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა ზუგდიდში 2004 წელს.
ის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებებით ახორციელებს მხარდამჭერ ღონისძიებებს, ცნობიერების ამაღლებიდან დაწყებული მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისების მიწოდებით დამთავრებული.
ასოციაცია „მერკური“ არის ქალთა, არამომგებიანი, არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა ზუგდიდში 2004 წელს.
ის სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებებით ახორციელებს მხარდამჭერ ღონისძიებებს, ცნობიერების ამაღლებიდან დაწყებული მოწყვლადი ჯგუფებისთვის სოციალური სერვისების მიწოდებით დამთავრებული.
„მერკურის“ აქტიური საქმიანობა ადგილობრივ თემებში, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში აქცევს მას სამეგრელოს რეგიონში ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული ქალების ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ და რეფერალურ ცენტრად.
ბენეფიციარებისა და პარტნიორების შეფასებების მიხედვით „მერკური“ ასოცირდება პრობლემების გადაჭრაზე პროფესიონალურ მიდგომასთან, ინტერესთა სფეროების მრავალფეროვნებასა და სანდოობასთან.
"მერკური" ეხმარება ბენეფიციარებს სხვადასხვა გზით:
- საინფორმაციო მხარდაჭერა გენდერულ საკითხებზე, ქალთა უფლებებზე, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ თემებზე. ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები, კონსულტაციები, ექსპერტებთან შეხვედრები, ტელე და რადიო გადაცემებში მონაწილეობა, ფლაერების და სხვა ბეჭდური მასალების გავრცელება.
- საგანმანათლებლო მხარდაჭერა არაფორმალური განათლებისა და პროფესიული კურსების სახით. ტრენინგები, სემინარები არაფორმალური განათლების მეთოდებზე დაფუძნებული სამუშაო შეხვედრები ქალებისთვის, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, სამიზნე ჯგუფებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის.
პროფესიული კურსების მიზანია ხელი შეუწყოს ბენეფიციარების დასაქმებას.
- სერვისები ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, მათ შორის სპეციალისტების კონსულტაციები და დროებითი უსაფრთხო თავშესაფარი.
- საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
„მერკურისგან“ მხარდაჭერის მისაღებად, საჭიროა დაუკავშირდეთ ოფისს და გაიაროთ ინდივიდუალური კონსულტაცია ორგანიზაციის აქტივობებსა თუ სერვისებზე წვდომისთვის. საგანმანათლებლო და საინფორმაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ღია განცხადებები კეთდება სოციალური მედიის საშუალებით. ამიტომ, საჭიროა მუდმივად ადევნოთ თვალი სოციალური მედიის გვერდებზე (ფეისბუქი, ინსტაგრამი) გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
ვინ არიან მერკურის ბენეფიციარები?
ქალები
- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები ქალები
- იგპ ქალები
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლი/ოჯახში ძალადობას გადარჩენილი ქალები
- მოწყვლადი ქალები (მარტოხელა დედები, სიღარიბეში მყოფი ქალები, არალეგალური მიგრანტები და ა.შ.)
ბავშვები და ახალგაზრდები
- მოწყვლადი ბავშვები და ახალგაზრდები ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მქონე ოჯახებიდან
ადგილობრივი მოსახლეობა
- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა და სხვა აქტორები (განათლების სისტემა, პოლიცია, სოციალური სააგენტო, მედია, სხვა ორგანიზაციები და ა.შ.)
2007-2022 წლებში „მერკურმა“ მხარი დაუჭირა 5 ათასზე მეტ ბენეფიციარს. დროებითი თავშესაფარი მისცა 200-ზე მეტ ქალს და ბავშვს, ოჯახის მხარდაჭერის ცენტრში მოემსახურა 500 -ზე მეტ ბენეფიციარს, კრიზისულ პერიოდში კი (პანდემია) მხარი დაუჭირა 500-ზე მეტ ადამიანს.
სხვა აქტივობები/მომსახურებებები, რომელიც ხელმისაწვდომია ასოციაცია "მერკურში"
- თავშესაფარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (შესაბამისი სერვისების გასაცნობად გთხოვთ ეწვიოთ თავშესაფრის გვერდს)
- Consultations and therapies at the Family Support Center for people/families experiencing violence
- ინდივიდუალური ან ჯგუფური პროფესიული გადამზადების კურსები (კერვა, კომპიუტერის გამოყენების უნარები, ბუღალტერია, მასაჟი, მანიკურ/პედიკური და ა.შ.) პროფესიული კურსები მიზნად ისახავს ბენეფიციარების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას, ხელობასა და პროფესიებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. რაც ქალს აძლევს საშუალებას უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მდგრადი ცხოვრება საკუთარი თავისა და შვილებისთვის.
- ოჯახში ძალადობის სოციალური სკრინინგი. ადგილზე ვიზიტები სოფლად და სხვადასხვა ადგილებში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების ადრეული გამოვლენის მიზნით.
- რეფერალი: გენდერული/ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევა და შესაბამის ინსტიტუციებში გადამისამართება.
მომდევნო წლებში „მერკური“ მიზნად ისახავს ძალადობის წინაშე მყოფი ოჯახებისთვის (ახალი) სერვისების განვითარებას, მუშაობის გაგრძელებას მშვიდობის მშენებლობის კუთხით, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების შემუშავებას და ახალგაზრდებთან მუშაობის გაძლიერებას.
For further details on our projects, the Family Support Center and Merkuri shelter, please visit the relevant section. [click on each name of section]