რატომ ვმუშაობთ ძირითადად ქალებთან?
გენდერული თანასწორობა და ოჯახში ძალადობა საქართველოში
2020 წლის მონაცემებით, საქართველოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა 83% არის ქალი!
საქართველო დღითიდღე ვითარდება გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის კუთხით, კანონმდებლობა სულ უფრო იხვეწება.
კანონმდებლობა
2006 წელს მიღებულმა კანონმა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება. 2017 წელს, საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს კონვენციის „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (სტამბოლის კონვენცია) რატიფიკაციის შემდეგ, ამ და სხვა საკანონმდებლო აქტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებს, მსხვერპლების უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, მოძალადე პირების ქცევის კორექციისკენ მიმართულ ღონისძიებებს. 2012 წლიდან ოჯახში ძალადობა საქართველოში კრიმინალიზებულია. სისხლის სამართლის კოდექსი განისაზღვრავს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულის და ოჯახში ძალადობისთვის.
სახელმწიფოს ხედვა სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურის სფეროებში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის მოცემულია 2022 წლის გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციაში. (https://matsne.gov.ge/ka/document/view/5664358?publication=0 ) კონცეფციის მიხედვით, „სახელმწიფო ეყრდნობა სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შედეგად ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და იღებს ზომებს საქართველოს კანონმდებლობის კონვენციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. იგი ხელს უწყობს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე გენდერულ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის სახელმწიფო ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებას“ (მუხლი 6.) მიუხედავად წლების განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან გაწეული ძალისხმევისა, გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება.
გენდერული თანსწორობა
2020 -2021 წლების პანდემიამ ყოველდღიური ცხოვრება კიდევ უფრო გაართულა. გაზარდა გენდერული თანასწორობის დარღვევის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკები.
"გენდერული უთანასწორობა გამწვავდა COVID-19 კრიზისის შედეგად. ეს გაამძაფრა გარკვეული ფაქტორები, რომლებმაც, თავის მხრივ, გაზარდეს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის რისკები. ძალადობის გამომწვევი ფაქტორები უფრო ინტენსიურად არის წარმოდგენილი ქალების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის შემდეგი:
- გაუარესდა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა,
- გაიზარდა ქალების საოჯახო სამუშაოს მოცულობა და პასუხისმგებლობა,
- შეიზღუდა პირადი სივრცე
- შეიზღუდა მოძალადისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა
- შეიზღუდა მოძალადისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა" (ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი. საქართველო, გვ.64
გოგონები
„საქართველოს მსგავს პატრიარქალურ საზოგადოებაში, ვაჟიშვილის უპირატესობა ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერად არის გამოხატული. ეს აისახება სქესის დისბალანსზე, სქესის თანაფარდობა დაბადებისას (109,3 მამრობითი სქესის ახალშობილი 100 მდედრობით სქესის ახალშობილზე ) უფრო მაღალია, ვიდრე ბიოლოგიური ნორმა (104-106). მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბავშვთა ქორწინების აღმოსაფხვრელად, ეს ფენომენი ჯერ კიდევ გამორჩეულად ზემოქმედებს ქვეყანაში მცხოვრებ გოგონებზე. სოფლად მცხოვრები ქალების, აზერბაიჯანელი ქალებისა და ნაკლებად განათლებული ქალების შემთხვევაში ყველაზე დიდია ადრეულ ასაკში დაქორწინების ალბათობა. ამავე დროს, ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მისაღებია ბავშვთა მიმართ ძალადობა.
ქალების განათლება და სწავლება
„გენდერული სტერეოტიპები ჭარბობს პროფესიულ საგანმანათლებლო და ტრენინგ პროგრამებში, ქალები ძირითადად ირიცხებიან ტრადიციულად ქალების მიერ დომინირებულ კურსებზე. ქალები მეტად არიან წარმოდგენილი სწავლის ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება, ხელოვნება, ჯანდაცვა და ბიზნესის ადმინისტრირება….“ (ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი. საქართველო, გვ. 42)
გენდერული თანასწორობა და სიღარიბე
ქალების ზოგიერთი ჯგუფი, COVID-19-ის გამო, აღმოჩნდა უფრო სარისკო სიტუაციებში. ქალები, რომლებიც მუშაობენ ღია ბაზრებზე ან საცალო ვაჭრობით იყვნენ დაკავებული, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ. „ჩაკეტვის დროს მათი უმეტესობა შემოსავლის გარეშე დარჩა, რამაც გამოიწვია აგრესია მოძალადე ოჯახის წევრების მხრიდან. (ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი. საქართველო,, გვ.65)
- ქალების 20,9% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ახალდაარსებული საწარმოების მხოლოდ 30% ჰყავს ქალი მფლობელი, აქედან 21% არის სავაჭრო ბიზნესი, ყველაზე პოპულარული ბიზნესი ქალებში.
-სიღარიბე განსაკუთრებით მაღალია სოფლის მოსახლეობასა და შეზღუდული შესძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში. არსებული სოციალური დაცვის სისტემა და სტრატეგიები ხშირად არაეფექტურია სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე. დასაქმებული ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ახერხებს სოციალური დაცვის პროგრამებით სარგებლობას, ვინაიდან მათი უმეტესობა არაფორმალურ სექტორში მუშაობს. არაფორმალურ სექტორში დასაქმებულ ქალთა უმრავლესობისათვის გამოწვევად იქცა იმ სახელმწიფო დახმარების მიღება, რომელსაც COVID-19 პანდემიის საპასუხოდ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებდა.
ქალთა მიმართ ძალადობა
ქალები სხვადასხვაგვარ ძალადობას განიცდიან და როგორც მონაცემები ცხადყოფს, ძალადობის სამიზნე განსაკუთრებით ხშირად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები არიან. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დამოკიდებულებებიც იცვლება და სამართლებრივი ჩარჩოც, ასევე, შესაბამისი სოციალური მხარდაჭერის სერვისებიც უფრო და უფრო ფუნქციური ხდება, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. კანონმდებლობასა და სერვისის მიწოდებაში არსებული ხარვეზები განსაკუთრებით მკაფიოდ გამოჩნდა პანდემიის პერიოდში, რამაც გენდერული უთანასწორობა გააღრმავა და უკიდურესად გაზარდა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკები.
- „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაზარალებულ ქალთა წილი სტაბილურად იზრდებოდა და 2020 წელს 50 პროცენტს გაუტოლდა. ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში კაცებზე მეტი ქალი დარეგისტრირდა, როგორც დაზარალებული, დიდწილად უკავშირდება ოჯახში ძალადობის საკითხებს, რომლის ძირითად მსხვერპლს წარმოადგენენ ქალები. საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის ღონისძიებების ფართო სპექტრი იქნა შემოღებული. ამ მიმართულებით გაწეულმა ძალისხმევამ გამოიწვია აღნიშნულ საკითხებში სოციალური ცნობიერების ამაღლების მნიშვნელოვანი ზრდა.
ზრდა. შედეგად, 2013 წელს ოჯახში ძალადობის 240 რეგისტრირებული მსხვერპლიდან, 2020 წელს ამ მაჩვენებელმა 9 000-ს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის გამოკითხვებმა აჩვენა, რომ რეგისტრირებული შემთხვევები ოჯახში ძალადობის მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. რეგისტრირებული საჩივრების და გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობის ზრდა, სამართალდარღვევების სფეროში შეიძლება შეფასდეს, როგორც პოზიტიური მოვლენა (სტატისტიკური პუბლიკაცია „ქალი და კაცი საქართველოში. 2021“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვ. 107). -მამაკაცებისა და ქალების 70 პროცენტზე მეტმა იცის, რომ არსებობს კანონი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ და თითქმის იგივე რაოდენობამ იცის ცხელი ხაზის შესახებ. გარდა ამისა, მამაკაცებისა და ქალების 50 პროცენტზე მეტმა იცის თავშესაფრების შესახებ, ხოლო მამაკაცებისა და ქალების 30 პროცენტზე მეტმა იცის კრიზისული ცენტრების არსებობის შესახებ.
სახელმწიფოს მიერ მიწოდებული სერვისები:
- - 112-ერთიანი გადაუდებელი რეაგირების ნომერი, ხელმისწვდომია 24 საათიანი რეჟიმით კვირაში 7 დღის განმავლობაში;
- - 112-ის მობილური აპლიკაცია, რომელშიც ინტეგრირებულია ჩათის ფუნქცია და SOS ღილაკი;
- - 116 006 - საკონსულტაციო სატელეფონო ცხელი ხაზი, რომელიც რვა სხვადასხვა ენაზე გასცემს ინფორმაციას;
- - ხუთი სახელმწიფო თავშესაფარი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლებიც 24 საათის განმავლობაში კვირაში 7 დღე უფრუნველყოფს როგორც საცხოვრებელს, ისე სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას;
- - ხუთი კრიზისული ცენტრი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომელიც სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო დახმარებას უზრუნველყოფს;
- - სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის საჭირო სერვისებისათვის განკუთვნილი სახელმწიფო დაფინანსება., page 63)
როგორ გამოიყენება სერვისები (სტატისტიკა)
- შეტყობინებების რაოდენობა 112-ზე რომლებიც განისაზღვრა, როგორც ოჯახური კონფლიქტი/ძალადობა, 2020 წელს- 18 428
- ოჯახში ძალადობის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის რაოდენობა 2020 წელს- 4633
- 2020 წელს ოჯახში ძალადობაზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა- 10 321
- ზარების რაოდენობა 116 006 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე 2020 წელს- 1761
- ოჯახში ძალადობაზე გაცემული დამცავი ორდერების რაოდენობა 2020 წელს- 104
- ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კრიზისული ცენტრების ბენეფიციართა რაოდენობა 2020 წელს- 778
- ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებების რაოდენობა 2020 წელს- 2299
- ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თავშესაფრების ბენეფიციართა რაოდენობა 2020 წელს- 422
(წყარო: ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი. საქართველო, გვ.67)
რა მდგომარეობაა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში?
ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობისადმი შეუწყნარებლობა, გენდერული თანასწორობის მიმართ დადებითი დამოკიდებულება და ოჯახში ძალადობისა და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის სერიოზულ პრობლემად აღქმა ყველაზე დაბალია სამეგრელო-ზემო სვანეთში.
კვლევამ აჩვენა, რომ გენდერული თანასწორობის იდეის პოპულარიზაციის აუცილებლობა სამეგრელო-ზემო სვანეთში უფრო დიდია, კახეთსა და თბილისთან შედარებით.
მეტი აქცენტი უნდა გაკეთდეს კაცებზე, რადგან ისინი მეტად მიდრეკილნი არიან მიიღონ და დაეთანხმონ უთანასწორობას, ვიდრე ქალები. საჭიროა მეტი ძალისხმევა უმაღლესი განათლების არმქონე პირების ცნობიერების ასამაღლებლად. განსხვავებული საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს ახალგაზრდა, საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებთან მუშაობისას.
მსხვერპლის რეაგირება ოჯახში ძალადობაზე
ოჯახში ძალადობის ფაქტზე მსხვერპლის შესაძლო რეაგირების ერთ-ერთი გზა პოლიციის გამოძახებაა, თუმცა ქალები კრიტიკულ მომენტშიც კი თავს იკავებენ კონფლიქტში სამართალდამცავების ჩართვისგან. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ოჯახის წევრების მხრიდან ან/და მოძალადის დაკავებიდან გათავისუფლების შემდეგ მორიგი ძალადობის შიში. ქალებისთვის დიდი ტვირთია იმის გააზრება, რომ კონფლიქტის მოგვარებაში სამართალდამცავების ჩართვამ ოჯახის წევრების მხრიდან მათ მიმართ აგრესია და სიძულვილი შეიძლება გამოიწვიოს.
რეაგირების კიდევ ერთი გზაა განქორწინება, თუმცა, ეს შეიძლება ძალიან რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყოს. მსხვერპლი დილემის წინაშე დგას- მოძალადისგან შორს ყოფნა თუ შეურაცხყოფის, აგრესიის ატანა, რომლის მოწმე და მონაწილე შეიძლება ბავშვებიც გახდნენ. ცოლი ხშირად ეკონომიკურად არის დამოკიდებული ქმარზე, რაც ქალს იძულებულს ხდის მეტად დაფიქრდეს, სანამ განქორწინებას გადაწყვეტს.
საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო ქალების დიდმა ნაწილმა შეიძლება უარი თქვას დახმარების თხოვნაზე, შეეგუოს ძალადობრივ გარემოში ცხოვრებას, დამალოს საკუთარი მდგომარეობა და არაფერი გააკეთოს მის შესაცვლელად.
ასოციაცია „მერკურის“ გუნდი 15 წელზე მეტია მუშაობს გენდერული თანასწორობის დამკვიდრების და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.
ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მხოლოდ სახელმწიფოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მთელი საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევითა და მუშაობით არის შესაძლებელი აქტიური და ეფექტური ბრძოლა გენდერული თანასწორობის მიღწევისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში არაძალადობრივი გარემოს დამკვიდრებას, ვიზრუნოთ ბენეფიციარების გაძლიერებასა და კეთილდღეობაზე, რათა შეძლონ გაიუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი! ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას!
წყაროები:
ქვეყნის გენდერული თანასწორობის პროფილი საქართველო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2021
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღქმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, 2014 (მოხსენიებული როგორც: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის რეგიონული კვლევა)
ქალი და კაცი საქართველოში, სტატისტიკური გამოცემა, საქსტატი, თბილისი, საქართველო, 2021 წ
Downloaded: ჩამოტვირთულია შემდეგი გვერდიდან: https://www.geostat.ge/media/41855/WOMEN-AND-MEN-IN-GEORGIAN_-2021.pdf