ახალგაზრდები/ახალგაზრდებთან მუშაობა
ასოციაცია „მერკურის“ გუნდი აცნობიერებს, რომ მდგრადი ცვლილებების მიღწევა შეუძლებელია ახალგაზრდებთან მუშაობის გარეშე, ამიტომ ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობა და განვითარება ჩვენი ორგანიზაციის ინტერესების სფეროს წარმოადგენს.
ასოციაცია „მერკურის“ ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობს 2007 წლიდან, როდესაც ჩვენი პროექტებთან პარალელურად ჩამოყალიბდა სასწავლო ცენტრი, სადაც მოწყვლადი ჯგუფის ბავშვებს შეეძლოთ მიეღოთ ფორმალური და არაფორმალური განათლება. წლების განმავლობაში „მერკურის“ გუდი მოხალისეობრივად აწყობდა თემატურ შეხვედრებს, საინტერესო ღონისძიებებით აღნიშნავდა ღირსშესანშნავ თარიღებს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ახალგაზრდობის დღე, დედამიწის დღე, ადამიანის უფლებების დაცვის დღე, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე და ა.შ.), აწყობდენ სამეცნიერო კონფერენციებს, სემინარებს და ტრენინგებს მოსწავლეებისთვის.
2014 წლიდან ორგანიზაციაში მუშაობდნენ უცხოელი (EVS) მოხალისეები. სწორედ ჩვენმა მოხალისეებმა ჩამოაყალიბეს „მერკურში“ ახალგაზრდებზე ორიენტირებული არაფორმალური განათლების კულტურა და მრავალი საინტერესო აქტივობებით გამოიჩინეს თავი.
2016 წლიდან ასოციაცია „მერკური“ აგზავნიდა ქართველ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოხალისეობრივი პროგრამების ფარგლებში.
ასოციაცია „მერკურის“ საერთაშორისო პროექტების დიდი ნაწილი ახალგაზრდებზე არის ორიენტირებული.
ასოციაცია “მერკური“ უწყობს ხელს სამეგრელოს რეგიონში ახალგაზრდული მუშაობის განვითარებას და ახალგაზრდული მუშაკის, როგორც პროფესიის, ჩამოყალიბებას. ჩვენი საქმიანობა მოიცავს ახალგაზრდული პრობლემების ადვოკატირებას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, მონაწილეობას საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში და მმართველი ორგანოებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში.
ახალგაზრდული მიმართულების ძირითადი სამიზნე ჯგუფები არიან:
– სოციალური და ეკონომიკური მოწყვლადობის მქონე ახალგაზრდები (სოციალურად დაუცველები, ახალგაზრდები არასრული ოჯახებიდან, ძალადობრივი გამოცდლების მქონე და ა.შ.)
– სოფლად მცხოვრები, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები –
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 10-21 წლის ახალგაზრდები.
(4-18 წლის) ბავშვებს და მოზარდებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი ოჯახის მხარდაჭერის ცენტრის მომსახურებით, სადაც მიიღებენ სპეციალისტების კონსულტაციებს ძალადობასთან დაკავშირებულ უფლებრივ, ფსიქოლოგიურ ან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, დაესწრონ სხვადასხვა თემატურ სემინარებს და ვორქ-შოპებს.
ასოციაცია „მერკურის“ ახალგაზრდული მუშაკი სთავაზობს რეგულარულ აქტივობებს, რომელიც ეფუძნება ახალგაზრდების სამიზნე ჯგუფების ინტერესებსა და საჭიროებებს,
ემსახურება მათ განვითარებას. აქტოვობებს შორის არის საზაფხულო და ზამთრის სკოლები, სხვადასხვა თემატიკის კლუბები, ტრენინგები, ფილმების ჩვენებები, შეხვედრები საინტერესო ადამიანებთან, მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.





