კულტურული და სპორტული აქტივობები

კულტურისა და სპორტის სფეროში პროექტების განხორციელება ასოციაცია „მერკურისთვის“ არის მნიშვნელოვანი 3 ძირითადი მიზეზის გამო:

პირველ რიგში, ასოციაცია „მერკურს“ მიაჩნია რომ კულტურა და სპორტი არის ის მნიშვნელოვანი სფეროები, სადაც ქალების და გოგონების უფლებები უნდა იყოს სრულად რეალიზებული, მათ თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეთ კულტურული, რეკრეაციული და სპორტული აქტივობებისა და დაწესებულებების წვდომაში. თუმცა ჩვენ გვესმის, რომ ქალებსა და მამაკაცებს განსხვავებული გამოცდილება და ინტერესები აქვთ კულტურასთან, სპორტსა და რეკრეაციასთან მიმართებაში და რომ ამ განსხვავებებმა შეიძლება გამოიწვიოს სტერეოტიპული დამოკიდებულება და ქმედებები. ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ქალთა და გოგონათა ჩართულობას კულტურულ, სპორტულ და რეკრეაციულ აქტივობაში სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების მეშვეობით.

მეორე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი, მიზეზი განვახორცილოთ კულტურული პროექტები არის ის, რომ კულტურა და სპორტი არის ის უნივერსალური ინსტრუმენტი, რომელიც აახლოვებს სხვადასხვა ჯგუფს. ამიტომ ჩვენ ვიყენებთ მუსიკას, ცეკვას, ვიზუალურ ხელოვნებას და ა.შ. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ინტერკულტურულ დიალოგს და მშვიდობის მშენებლობას.

მესამე მიზეზი, ჩვენ ვცხოვრობთ უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის მქონე ქვეყანაში. თუმცა ამ მემკვიდრეობას მოვლა, შენარჩუნება და განვითარება სჭირდება. ამიტომაც ყველა ჩვენი ნაბიჯი, რომ შევინარჩუნოთ კულტურული ტრადიციები, დავაკავშიროთ კულტურული მემკვიდრეობა თანამედროვეობას, განვაახლოთ კულტურული ინფრასტრუქტურა თუ შევქმნათ ალტერნატიული მრავალფუნქციური კულტურული სივრცეები – არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ჩვენს სამოქმედო არეალში არის სისტემური კულტურული პროცესების მხარდაჭერა, ასოციაცია „მერკური“ მონაწილეობს სტრატეგიული დაკუმენტების შექმნაში და განხილვაში.