• DSC00550.JPG
  • DSC01707.JPG
  • DSC05353.JPG
  • DSC05430.JPG
  • DSC05599.JPG
  • DSC05858.JPG
  • DSC06560.JPG
  • DSC06588.JPG

პროგრამა EU Aid Volunteers სხვადასხვა უნარებისა და პროფესიული გამოცდილების მქონე ევროკავშირის მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მონაწილეობა ჰუმანიტარულ პროექტებში და მხარი დაუჭირონ პარტნიორი ქვეყნების საჭიროებების დაკმაყოფილებას მოხალისეობრივი აქტივობებისა განხორციელების და ონლაინ-მოხალისეობის  გზით. პროგრამის მიზანია ჰუმანიტარულ დარგში ევროკავშირის პოტენციალის გაძლიერება მოხალისეების ერთობლივი წვლილის შეტანის მეშვეობით.

პროგრამაში ჩართული მხარეებია:

- გამგზავნი ორგანიზაცია,

- მიმღები ორგანიზაცია,

- მოხალისეები.

პროგრამში მონაწილეობისთვის გამგზავნ და მიმღებ ორგანიზაციას სჭირდება სერტიფიკაცია. სერტიფიკაციის პროცედურები გულისხმობენ ორგანიზაციაში არსებულ მოხალისეთა მართვის სტანდარტებისა და პროცედურების შემოწმებას. ორგანიზაციამ უნდა აჩვენოს ჰუმანიტარულ სექტორში მუშაობის უნარი და გამოცდილება: უსაფრთხოების პროცედურები, პოლიტიკა და სტრატეგია, ლოჯისტიკის და მენეჯმენტის, მონაცემთა დაცვის, მოწყვლადი ჯგუფების დაცვის მექანიზმები, შიდა რეგულაციები, პროცედურები, ინსტრუმენტები და ა.შ.

2018 წლის ივლისში ასოციაცია "მერკური" იქნა სერტიფიცირებული როგორც მიმღები ორგანიზაცია 3 წლის ვადით.

2017-2018 წლებში, ჩვენი ფრანგი პარტნიორის ასოციაცია ADICE-ის ინიციატივით ასოციაცია "მერკური" მონაწილეობდა პროექტში "REINFORCEMENT AND SUSTAINABILITY IN HUMANITARIAN VOLUNTEERING MANAGEMENT" (EU Aid Volunteers programme). ეს პროექტი ითვალისწინებდა ტრენინგებისა და სემინარების ციკლს, რომლის მიზანი იყო მონაწილე ორგანიზაციების გამოცდილების შეჯამება და გაზიარება, ევროპელი ექსპერტების დახმარებით პროგრამის სტანდარტებთან შესაბამისობაში მიყვანა, არსებული და ახალი ინსტრუმენტების გაცნობა და ლოკალური კონტექსტისთვის ადაპტირება და სერტიფიკაციის გავლის ხელშეწყობა.

თითქმის 1 წლიანი დაძაბული მუშაობა წარმატებით დაგვირგვინდა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ჩვენი ორგანიზაციის სტაბილურობა და შესაძლებლობები.

მომავალი წლის გაზაფხულიდან ველოდებით პირველ მოხალისეებს EU Aid Volunteers Program-ის ფარგლებში.

b_300_150_16777215_00_images_Eu-aid-volunteers-logo.pngb_231_150_16777215_00_images_LOGO-HVM.jpg

b_80_46_16777215_00_images_site_filia_logo.png b_80_47_16777215_00_images_site_global-found-for-women.png

b_77_51_16777215_00_images_site_EU_flag_normal.jpgb_80_49_16777215_00_images_site_SGP_logo.png

b_178_43_16777215_00_images_site_logo_euroeastculture.jpg

b_176_51_16777215_00_images_site_EU_flag-Erasmus_vect_POS.png

b_119_55_16777215_00_images_site_evs-20-years.jpg

b_176_37_16777215_00_images_site_evz_logo.png

b_46_49_16777215_00_images_site_GEF-newlogo-short.jpgb_46_49_16777215_00_images_site_IOM-Logo-IOM-OIM-IOM-Blue1.pngb_49_49_16777215_00_images_site_nesehnuti.jpg

b_183_40_16777215_00_images_site_logosbeneficaireserasmusrightfunded.jpg

b_143_46_16777215_00_images_site_transition.jpg

b_85_154_16777215_00_images_site_UNDP_Logo_Small.jpg