• DSC00550.JPG
  • DSC01707.JPG
  • DSC05353.JPG
  • DSC05430.JPG
  • DSC05599.JPG
  • DSC05858.JPG
  • DSC06560.JPG
  • DSC06588.JPG

2017  წლის 9–დან  15 აპრილის  ჩათვლით „ERASMUS+“–ის  პროგრამის  ფარგლებში  მონაწილეობა  მივიღე  პროექტში  „Building  Bridges  in  the  EU  Migration  Crisis  Context” (თანამშრომლობის  მშენებლობა  მიგრაციის  კრიზისის  კონტექსტში),  რომელიც პორტუგალიის  ქალაქ  სანტა მარია  დე ფეირაში, ადგილობრივი ორგანიზაციის  „ROSTO SOLIDARIO”-ს  მხარდაჭერით  განხორციელდა.

პროექტში  მონაწილობას  იღებდნენ  სხვადასხვა  ქვეყნის  წარმომადგენლები, კერძოდ: იტალიიდან,  ესპანეთიდან,  ბულგარეთიდან,  პოლონეთიდან,  ბელორუსიიდან,  ლიტვიდან,  ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან  და  საქართველოდან.

აღნიშნული  პროექტის მიზანს წარმოადგენდა  მონაწილე  ქვეყნებში   მიგრაციის კუთხით არსებული ვითარების განხილვა, გამოცდილების გაზიარება, მონაწილეებში კრიტიკული აზროვნების  განვითარების  ხელშეწყობა  ევროპაში  მიგრაციისა  და ლტოლვილთა საკითხებზე    და  ადამიანთა  უფლებებთან  დაკავშირებით, რათა სამომავლოდ პროექტში მონაწილე  ქვეყნებს  შორის ჩამოყალიბდეს  მყარი და სანდო პარტნიორული ურთიერთობა, აღნიშნულ საკითხზე  მუშაობის მიზნით.

პროექტი  ითვალისწინებდა  ტრენინგ–სემინარებს,  ინტერკულტურულ საღამოსა და  ვიზიტს  პორტოში  ლტოლვილთა საკითხზე მომუშავე  ორ ორგანიზაციაში.

მინდა აღვნიშნო,  რომ  პროექტი   საინტერესო და კარგად ორგანიზებული იყო  და ამ  ერთი  კვირის  განმავლობაში  მივიღე   სასარგებლო  და  მნიშვნელოვანი  გამოცდილება, რისთვისაც  მადლობას ვუხდი პროექტის ორგანიზატორებსა და  რა თქმა უნდა, ასოციაცია „მერკურს“.

ჯილდა  ჟვანია

b_225_150_16777215_00_images_SANTA_MARIA_1.jpgb_286_150_16777215_00_images_santa_maria_2.jpg

b_80_46_16777215_00_images_site_filia_logo.png b_80_47_16777215_00_images_site_global-found-for-women.png

b_77_51_16777215_00_images_site_EU_flag_normal.jpgb_80_49_16777215_00_images_site_SGP_logo.png

b_178_43_16777215_00_images_site_logo_euroeastculture.jpg

b_176_51_16777215_00_images_site_EU_flag-Erasmus_vect_POS.png

b_119_55_16777215_00_images_site_evs-20-years.jpg

b_176_37_16777215_00_images_site_evz_logo.png

b_46_49_16777215_00_images_site_GEF-newlogo-short.jpgb_46_49_16777215_00_images_site_IOM-Logo-IOM-OIM-IOM-Blue1.pngb_49_49_16777215_00_images_site_nesehnuti.jpg

b_183_40_16777215_00_images_site_logosbeneficaireserasmusrightfunded.jpg

b_143_46_16777215_00_images_site_transition.jpg

b_85_154_16777215_00_images_site_UNDP_Logo_Small.jpg